|
2015-07-05 10:37:45, 552 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა აქციაში ,, გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 400-მდე, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 100-მდე და ამავე ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, აქციის ფარგლებში – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, სისხლი გაიღეს. აქციაში ჩაერთნენ შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ბონდო ოჩიგავა, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ზურაბიშილი, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა წარმომადგენლები. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დანაყოფები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში და მომავალშიც გააგრძელებენ, რათა დახმარება გაეწიოთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და სისხლის დეფიციტი შემცირდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)