|
2019-07-09 15:18:02, 1162 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი LEADx Change პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა LEADx Change პროგრამის გამარჯვებულებს უმასპინძლა. LEADx Change გლობალური ინიციატივაა ახალგაზრდა ლიდერებისთვის შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნებიდან, რომლებიც საჯარო, კერძო, სამოქალაქო, მედია და აკადემიურ სფეროებში საქმიანობენ. სტუმრები 8 ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან, ბრაზილიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუმინეთიდან ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყნას და მის გეოპოლიტიკურ პოტენციალს გაეცნენ.
LEADx Change პროგრამის გამარჯვებულები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ, სადაც სააგენტოში არსებული ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს და ქვევრის ღვინო დააგემოვნეს. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ქართული ღვინის ტრადიცია გააცნო და დარგის განვითარებასა და პერსპექტივებზე ესაუბრა. LEADx Change პროგრამის გამარჯვებულები საქართველოში ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრის, ზვიად არძიმბაიას ინიციტივით ჩამოვიდნენ. LEADx Change-ს ორგანიზებას უწევს ტაფტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)