|
2015-07-04 14:42:19, 772 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობას იწყებს. გამოცხადებულ ტენდერში ესპანურ-იტალიურმა სამშენებლო კომპანიამ „ASSIGNIA KOBRA “-მ გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მობილიზაციას ახორციელებს, რისთვისაც მას ერთთვიანი ვადა აქვს. ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად გაიხსნება და დაწყებიდან 24 თვის შემდეგ დასრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე მეტროსადგური დაემატება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)