12:27 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 12:34:01, 829 ნახვა

სამართალი
პრემიერმა „დინამოსა“ და „გაბალას“ მატჩის შემდეგ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანის „გაბალას“ მატჩის შემდეგ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ირაკლი ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არავის მისცემს პროვოკაციული ქმედებების უფლებას, რომლებიც ამ ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდიონოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics