05:46 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 11:25:15, 905 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ

 „საქართველოს მელიორაციაში“ განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიები განახორციელებენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა  შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მოწვეულები იყვნენ აკრედიტებული საექსპერტო კომპანიების წარმომადგენლები.

ქვეყნის სარწყავ და სადრენაჟე სისტემებზე მასშტაბური სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, ამიტომ დღის წესრიგში დადგა მიმდინარე და შესრულებული  სამუშაოების ეფექტური კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რაც შპს „საქართველოს მელიორაციას“ საშუალებას მისცემს ოპერატიულად და რაც მთავარია ეფექტურად და ობიექტურად განახორციელოს მშენებლობის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მყისიერი რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.

საექსპერტო კომპანიებთან გამართული დისკუსიისა და აზრთა გაცვლის შემდგომ გამოიკვეთა რიგი საკითხები ტექნიკური პირობების, კომპანიების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის დეტალური შესწავლის შემდეგ ზედამხედველობის შესყიდვის ორ საპილოტე პროექტზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics