|
2019-07-04 19:29:07, 761 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი
ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მერთან ერთად, პროცესს ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება. ,,დღეს დავათვალიერეთ პრაქტიკულად უკვე დასრულებული ბულვარი, სანაპირო ზოლი. შეიმჩნევა ტურისტების მატება. მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი. ქობულეთში ასევე დავათვალიერეთ რამდენიმე ქუჩა, რომლებიც სრულად იქნება მოპირკეთებული და ინფრსატრუქტურული პროექტები უახლოეს პერიოდში დასრულდება“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. კომპანიების წარმომადგენლები ამჟამად, ერთდროულად 10 უბანში მუშაობენ. 15 ქუჩაზე წესრიგდება სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. ათივე უბანში ინფრასტრუქტურა სრულად წლის ბოლომდე განახლდება. დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას. ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 900 მეტრი სიგრძის ჯებირს, მოეწყო სასეირნო ბილიკი და განახლდა გარე განათების სისტემა, დაიგო დეკორატიული ფილები, გაკეთდა ბორდიურები. წელსვე დასრულდება სანაპირო ზოლზე 830 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი კედლის აღდგენა-რეაბილიტაციაც.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)