17:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 15:48:40, 1631 ნახვა

კომენტარი
ბარამიძე: ოპოზიციური ლიდერების გამოკითხვაზე დაბარება პასუხისმგებლობის გადმობრალების უსუსური მცდელობაა

„პასუხისმგებლობის ოპოზიციისთვის გადაბრალების უსუსური მცდელობა“ - ასე შეაფასა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გია ბარამიძემ, 20-21 ივნისის მოველენებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მისი გამოკითხვაზე დაბარების ფაქტი.

ბარამიძე აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.

„ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან, რომელიც ახლა უსუსურად ცდილობს რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და პირადად ივანიშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის და, როგორც ჩანს, დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის დანაშაული აიცილონ და შეეცადონ ეს ყველაფერი ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ლიდერებზე გადაიტანონ“, - განაცხადა გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხვაზე გია ბარამიძის გარდა, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც დაიბარა. როგორც ცნობილია, გიგი უგულავას მაგისტრი მოსამართლე დაკითხავს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, იგი საფრანგეთში იმყოფება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენებას დისტანციურად მისცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics