|
2019-07-04 11:20:01, 886 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი თბილისში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. სამინისტრო, უახლოეს მომავალში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათა სისტემით, განაწილდება. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების, უპირობო, განსახლების საკითხი, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ამ ეტაპზე, თბილისში 20-მდე ავარიული შენობა დაიხურება და დევნილი ოჯახები, რომლებიც, წლების განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ გიორგაძე პირადად ეცნობა იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მდგომარეობას, რომლებიც ავარიულ ობიექტებში ცხოვრობენ. ბინების განაწილებისა და ნგრევადი შენობების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღია ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)