|
2019-07-04 00:56:04, 1482 ნახვა
სამართალი
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ნიკანორ მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება დაიწყო
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შესასრულებლად მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განჩინება ნიკანორ მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით, ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით. განჩინების შესრულება პრობაციას ეთხოვა 3 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ. სააგენტოს ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა 3 ივლისს ნიკანორ მელიას ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების ფორმა და წესები გააცნეს და დადგენილი წესით სამაჯური დაუმაგრეს. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება შედგება გადამცემის - ელექტრონული სამაჯურისა და მიმღებისაგან. სამაჯურის მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია, ის მიაწვდის მიმღებს ინფორმაციას, რომლის მიმართაც ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება. ნიკანორ მელიას ინდივიდუალურად დადგენილი პერიმეტრიდან გასვლის შემთხვევაში, მიმღები სამაჯურიდან მიიღებს შესაბამის სიგნალს. სააგენტო რეგულარულად მიაწვდის პროკურატურას ელექტრონული მონიტორინგის აპარატურის მიერ ავტომატურად გენერირებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც პროკურატურა შეძლებს, გააკონტროლოს რამდენად ემორჩილება ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირი სასამართლოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)