06:32 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 12:45:08, 1305 ნახვა

საზოგადოება
თამარ გვერდწითელი თბილისში მიმდინარე პროცესებზე: მე რა შუაში ვარ?!

20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს რუსეთსი მოღვაძე თამარ გვერდწითელი ეხმაურება, - ინფორმაციას "მოსკოვსკი კომსომოლეცი" ავრცელებს. 

კითხვაზე - როგორ აფასებს ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივას, შექმნილი ვითარების ფონზე გვერდწითელი ასე პასუხობს:

"მე რა შუაში ვარ?! კითხვა უნდა დაუსვათ კრიტიკულად განწყობილ ქართველებს და მათ, ვინც კონცერტებს აუქმებს. მე არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. კულტურა განაგრძობს ცხოვრებას. რაც შეეხება ავიაფრენების აკრძალვას, ამის გამო რა თქმა უნდა, ვწუხვარ. საქართველოში ნათესავები და ახლობლები მყავს. შევეცდებით სხვა გზებით მიმოსვლას. ეს არანაირად არ ეხება კონცერტებს", - განაცხადა მომღერალმა. 

ცნობისთვის, რუსეთს ბოიკოტი პირველმა ბუბა კიკაბიძემ გამოუცხადა, ხოლო მოგვიანებით მომრერალმა ნინო ქათამაძემ. აღსანიშნავია, რომ ქათამაძემ 22 ივნისს მოსკოვში კონცერტი გამართა, რის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ამის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა და პარლამენტთან მიმდინარე აქციას დაესწრო. მან მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და რუსეთში კონცერტის გამო ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, ის რუსეთში კონცერტს აღარ გამართავს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics