|
2015-07-03 17:48:04, 406 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი გია გორელაშვილს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გია გორელაშვილს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ავრცელებს. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "ამჯერად, უკვე როგორც თავდაცვის მინსტრმა მინდა მივმართო ყველას, ვისაც შესაძლოა რაიმე მტკიცებულება, მამხილებელი მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები გააჩნდეს წარსულში, თავდაცვის სამინისტროში ამ ან სხვა მსგავსი დანაშაულების შესახებ. თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევბში სრულიად ცალსახა უნდა იყოს და ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთანავე, ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დაუსაბუთებელი ბრალდება რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღისების დასაცავად. შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს ვინც ფიქრობს რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში. პირადად ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია ვიდრე ვიდქეთ უწყების ღირსების სადარაჯოზე და შესაბამისად, უმწიკვლოდ ვემსახუროთ საქართველოს. სწორედ ამიტომ მზად ვარ ხვალიდან შევხვდე ნებისმიერ ადამიანს ვინც კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)