|
2019-07-01 12:12:28, 1626 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული ტურკომპანიის პრეზიდენტი - National Geographic-თან ერთად სამოგზაურო პროგრამას ვიწყებთ
National Geographic-ს საქართველოში ტურისტული მომსახურების გასაწევად პარტნიორობას გაუწევენ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ია თაბაგარი და მისი ამერიკელი პარტნიორი, კომპანია "MIR Corporation" - ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი დუგლას გრეიმსი. „ჩვენ რამდენიმე წელია, რაც ჩამოგვყავს ტურისტები საქართველოში აშშ-დან და ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებას. ამჯერად, National Geographic-თან ერთად, ვიწყებთ სამოგზაურო პროგრამას, რომლის ძირითადი სამიზნე ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ ისეთი ტურისტების მოზიდვაზე საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან კულტურული ტურიზმით“, - განაცხადა დუგლას გრეიმსმა. მისი თქმით, მისი კომპანია თანამშრომლობს ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტთან, ამდენად, მუშაობა წარიმართება ისეთი ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც საგანმანათლებლო მოგზაურობით არიან დაინტერესებული. „ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი პენსიონერები არიან, რომელთაც აქვთ საკმარისი დრო და შემოსავალი, რადგან ჩრდილოეთ ამერიკიდან საქართველო საკმაოდ შორია. ამავე დროს, ასეთი ტურისტები გამოცდილი მოგზაურები არიან. ისინი მსგავს ტურებში ბევრ ქვეყანაში არიან ნამყოფნი“, - განაცხადა MIR Corporation" - ის პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა დუგლას გრაიმსმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)