|
2019-07-01 10:53:00, 963 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილე: ენგურზე აბიტურიენტებს პრობლემა შეექმნათ, თუმცა საშუალება მიეცემათ შემდგომ გამოცდებში ჩაერთონ
ენგურის ხიდზე აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას პრობლემა შეექმნა, მათ მიეცემათ საშუალება შემდგომ გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის გამონაკლისი დაიშვება და ისინი შეძლებენ გამოცდაში მონაწილეობის მიღებას. „ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ,რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ ჩაერთნენ გამოცდებში. დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა ირინა აბულაძემ. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საოკუპაციო საზღვარი ჩაკეტა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)