|
2015-07-03 14:50:15, 593 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი სტიქიით დაზარალებულთა არტ-სკოლას ეხმარება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები საზაფხულო არტ-სკოლა „ღია წრეს“ ეხმარებიან. სააგენტოს ინფორმაციით, „ღია წრე“ მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივაა, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ბავშვებისთვის საზაფხულო არტ-სკოლის შექმნას ითვალისწინებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა იმ ფულით, რომელიც დაზარალებულთა დასახმარებლად შეაგროვეს, ბავშვებს ფუნჯები, აკვარელი, აკრილი, ფერადი ფურცლები, პასტელები, თიხა, საკანცელარიო და ის სხვა ნივთები შეუძინეს, რომელიც სკოლას ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა. ამას გარდა, სააგენტო „ღია წრეს“ სასწავლო პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღებითაც უზრუნველყოფს. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ბავშვების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები - ფსიქოლოგები, მხატვრები, მწერლები, მოცეკვავეები და ა.შ. შეიკრიბნენ. მათი ინიციატივით არტ-სკოლაში ერთი თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ ბავშვებისთვის სახალისო-შემეცნებითი აქტივობები იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)