|
2015-07-03 12:24:00, 587 ნახვა
საზოგადოება
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ნაწილის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ნაწილის შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დარგობრივმა ექსპერტებმა, ევროკავშირის დელეგაციას, ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი თავების ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს. მხარეებმა გარემოსდაცვითი მმართველობის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ჰაერისა და წყლის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ქართულ მხარეს ევროკავშირის კანონდმებლობაში განხორციელებული სიახლეები გააცნეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)