|
2019-06-27 15:19:05, 2428 ნახვა
სამართალი
შავგულიძე: მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია
„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია. თუ ვინმემ იქ დანაშაული ჩაიდინა, ჩაიდინა ხელისუფლებამ “, - ასე შეაფასა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის აღძვრის საკითხი. შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გადაათამაშოს და სასამართლოს კარგად წარმოჩენის მიზნით, ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდოს. „რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია, ჯერ თავად ფაქტი არ არსებულა იქ ამ დანაშაულის შემადგენლობის და არცერთი დანაშაულის შემადგენლობის არათუ მელიას მოქმედებებში, არამედ არავის მოქმედებებში, იმ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვგულისხმობ. თუ ვინმემ იქ დანაშაული ჩაიდინა, ხელისუფლებამ ჩაიდინა. თავად იმ გამოსვლაში, როდესაც პროკურატურის წარმომადგენელი ცდილობდა დაესაბუთებინა, იმ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, რომ ზეპირად მაინც ეთქვა, თუ რა მტკიცებულებებს შეიძლება ეყრდნობოდეს ეს მოთხოვნა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ გადაათამაშოს, სასამართლო წარმოაჩინოს კარგად, ეს მას სჭირდება, ვინაიდან ამ საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომებზე სურს მურუსიძის სია დამტკიცოს უზენაეს სასამართლოში და ნიკა მელიას არ შეუფარდოს პატიმრობა, მაგრამ გამოიყენოს ისეთი შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება, შინაპატიმრობა, აუკრძალოს კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია და ა.შ. მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული,“ - განაცხადა შავგულიძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში. შავგულიძე აღნიშნავს, რომ 20-21 ივნისს აქციაზე განვითარებულ მოვლენებში მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და, კონკრეტულად, შს მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)