08:36 - 19 Aug, 2026
|
2019-06-27 13:04:29, 1179 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სავარჯიშო სივრცეების მოწყობა ხუთ მისამართზე სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, სტანისლავსკის ქუჩის N5-ში, აკაკი წერეთლის გამზირის N97-ში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, ასევე დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-13 და მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსებთან, კაუჩუკის რბილი იატაკი დაიგება და სავარჯიშო სივრცე საჩრდილობლით გადაიხურება. მიმდინარე წელს, დიდუბესა და დიღმის მასივში 25 ფიტნეს ზონა მოეწყო. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 446 635 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „გეო-გრინმა“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით განახორციელა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)