|
2019-06-26 19:36:27, 1719 ნახვა
საზოგადოება
„ერთი ლომი ასი ტურის წინააღმდეგ იჯდა “ - ნიკა მელიას მხარდამჭერები პარლამენტთან აქციას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას მხარდამჭერები პარლამენტთან საპროტეტო აქციას მართავენ. დემონსტრანტები აპირებენ სირცხვილის კორიდორი მოუწყონ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირა. მათი შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას მძლავრი პროტესტი მოჰყვება. „ქართველი ხალხი აუცილებლად დაამარცხებს ამ პუტინის მსახურ ხელისუფლებას. ამ მომენტიდან, არ აქვს პოლიტიკურ კუთვნილებას მნიშვნელობა, ყველანი ვართ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლები“, - განაცხადა გია ბარამიძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა. პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)