|
2019-06-24 16:17:11, 1045 ნახვა
საზოგადოება
ლონდონში „თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციონერთა კრება გაიმართა
დღეს, ლონდონში თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC BANK Group PLC) ყოველწლიური აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც 17 საკითხზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყველება. აქციონერთა 97,63 პროცენტმა მხარი დაუჭირა დირექტორთა საბჭოში მამუკა ხაზარაძისთვის თავმჯდომარის მანდატის გაგრძელებას, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას ხმა აქციონერთა 98,74 პროცენტმა მისცა. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან. აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოწმობს თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ არჩეული სტრატეგიის წარმატებას. ჯგუფი აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების სტრატეგიას და ამჟამად წარმატებით ახორციელებს უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე შესვლას. ამას გარდა, ჯგუფის უახლოესი გეგმებია 2022 წლისთვის 10 მილიონ მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ტექნოლოგიური სერვისები, რისთვისაც თიბისი ბანკის ჯგუფმა წარმატებით დაიწყო ეკოსისტემების განვითარება, ისეთი როგორიც არის ინტერნეტ კომერცია და უძრავი ქონება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)