|
2015-07-02 17:30:54, 767 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლის „ახალგაზრდულ კლუბში“ ახალი პროექტები დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში ახალი პროექტები დაიწყო. ცენტრის ინფორმაციით, „ახალგაზრდული კლუბის“ წევრებისთვის „კონფლიქტების მართვისა“ და „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ შესახებ ტრენინგები იმართება. შეხვედრები ყოველკვირეულად ჩატარდება და მოზარდებს საშუალება ექნებათ, ერთი მხრივ დაეუფლონ კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარების ხერხებს და მეორე მხრივ, გაეცნონ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობასა და მის არსს. ტრენინგებს 20 ბენეფიციარი დაესწრება. „კონფლიქტების მართვის“ ტრენინგზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა კონფლიქტის ბუნება, მისი წარმოშობის მიზეზები, კონფლიქტის ტიპები, მისი განვითარების მოდელები, კონფლიქტურ სიტუაციაში მოქცევის სტრატეგიები. რაც შეეხება „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ტრენინგებს, ამ შემთხვევაში მოზარდები გაეცნობიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზეგავლენას, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობას. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა დანაშაულის ჩადენის რისკფაქტორების მქონე არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება, დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირება. ცნობისთვის, „ახალგაზრდული კლუბის" მისიაა არასრულწლოვნებში დანაშაულის თავიდან არიდება და ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. კლუბში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)