|
2019-06-20 20:41:10, 998 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან
თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22:00 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ. ორგანიზატორების თქმით, აქციაზე მისვლას საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აპირებენ. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა. აღნიშნულის შემდეგ რუსი დეპუტატები სასტუმრო "რადისონში" გადაიყვანეს, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ ყოფნა. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შენობას კვერცხები დაუშინეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რუსეთის დელეგაციამ სასტუმრო შესახილებისა და სხვასხვა საგნების სროლის ფონზე დატოვა. ამ დროისთვის აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)