|
2019-06-20 17:11:28, 846 ნახვა
საზოგადოება
„ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა“ – 10 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს
„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული: „ბოლო რამდენიმე დღეა საჯარო სივრცეში მობილიზებული არიან ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი საფრთხეს უქმნიან ლგბტქი ადამიანებს და ყველას, ვინც მათთვის მიუღებლად შეიძლება გამოიყურებოდეს. ამ ჯგუფების მიერ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს თუ მუქარას ადეკვატური პასუხი სამართალდამცველი ორგანოებისგან, უმეტესწილად, არ მოჰყოლია, რამაც კიდევ უფრო წაახალისა ძალადობა. შედეგად, საქართველოში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და, საჭიროების შემთხვევაში, ლგბტქი თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას. სამართლებრივი დახმარებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ათივე ორგანიზაციას ერთი ცხელი ხაზის საშუალებით: 568 47 14 14“, - ნათქვამია განცხადებაში. „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კავშირი „საფარი“; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)