12:39 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 14:55:49, 889 ნახვა

საზოგადოება
„რადისონთან“ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სასტუმრო "რადისონის" მიმდებარე ტერიტორიასთან, რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ, შენობას კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. მანამდე კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, აქციის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს და გარკვეულმა პარტიებმა ის სათავისოდ არ უნდა გამოიყენონ. მან ადგილი უკვე დატოვა, თუმცა წასვლამდე განაცხადა, რომ აქციას უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "სირცხვილია", "სლავა უკრაინა" და "პუტინ ხ..ლო". 

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics