|
2019-06-19 19:18:30, 1177 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ღირსების მარშს მოერიდონ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, თბილისში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამია, შტატების მოქალაქეებმა თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს თავი უნდა აარიდონ. „LGBT საზოგადოების მხარდამჭერები და წევრები „ღირსების კვირის“ აღსანიშნავად მარშის ან სახალხო ღონისძიების გამართვას გეგმავენ. ველით, რომ შესაძლოა ღონისძიებაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბოს. ეს საქართველოში „ღირსების კვირასთან“ დაკავშირებული სახალხო ღონისძიებების პირველი შემთხვევაა. წარსულში სახალხო ღონისძიებები ამ საზოგადოების წევრებისა და მხარდამჭერების თვითგამოხატულების საშუალებას წარმოადგენდა, რასაც მწვავე და ზოგჯერ ძალადობრივი რეაქცია ჰქონდა კონტრდემონსტრანტების მხრიდან. შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებს მიეცათ რჩევა, მოერიდონ ხალხის დიდი ნაკადის შეკრების ადგილებს, მსვლელობაში მონაწილეობას და გამოიჩინონ სიფრთხილე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)