12:40 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 18:54:37, 1221 ნახვა

საზოგადოება
„რუსეთის წილხვედრი ქვეყანა“ - მოქალაქეები ანტიქართული განწყობის მქონე დეპუტატის ვიზიტს აპროტესტებენ

სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ის აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა.

მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "რუსეთის წილხვედრი ქვეყანა", "სირცხვილი მთავრობას", "გავრილოვი КГБ-შნიკია", "რუსეთი კლავს". 

აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მომიტინგეებმა შენობაში შესასვლელი კარის პიკეტირება მოახდინეს და ავტომობილებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ. 

აქცია "რუსეთი ოკუპანტიას" მიერ არის ორგანიზებული. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics