|
2019-06-19 18:59:31, 999 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის ახალი მინისტრი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. ეკატერინე ტიკარაძე მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრების შემდეგ გადაწყდება, რა სტრუქტურული განახლება იგეგმება უწყებაში. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ჯანდაცვის ახალი მინისტრი მზად არის საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის. „სამინისტრო ორიენტირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე. ყველა პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ევროპის წამყვან ქვეყნებში - გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების მიმართულებით საქმიანობდა. 2015 წლიდან ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ახალ მინისტრს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განათლება ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს მიღებული. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ავსტრიის დანუბეს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტში, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით. 2007-2008 წლებში ის გერმანიაში ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი - გერმანიაში, მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა. ეკატერინე ტიკარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის, სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)