|
2019-06-19 15:32:27, 993 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარები ონლაინ პლატფორმის AgroNet შესაძლებლობებს გაეცნენ
დაინტერესებული მხარეებისთვის შეხვედრა პროექტის „სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet” ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში სავაჭრო შესაძლებლობების გაძლიერება და მოდერნიზება თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის AgroNet შექმნითა და პილოტირების გზით. პროექტის განმახორციელებლები არიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები: ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა (ELVA), ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო (VEDA) და სმარტ განვითარების ცენტრი (SMART). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტსა და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)