|
2015-07-02 13:24:40, 1375 ნახვა
საზოგადოება
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ აბიტურიენტს სასმელი დედამ, სტრესის მოხსნის მიზნით დაალევინა
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ აბიტურიენტს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნა, სასმელი დედამ დაალევინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ერთ-ერთმა აბიტურიენტმა განუცხადა. მისი თქმით, დედამ შვილს ალკოჰოლური სასმელი ნერვული სტრესის მოხსნის მიზნით დაალევინა. ცნობისთვის, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი პატრულის მიერ დადასტურდა. „ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცდაზე არ იქნა დაშვებული ნასვამ მდომარეობაში მყოფი აბიტურიენტი. ფაქტი პატრულის მიერ იქნა დადასტურებული და აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა“,-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)