15:57 - 21 Jul, 2026
|
2019-06-18 10:37:10, 1336 ნახვა
ეკონომიკა
Air Malta-მ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო
მიმდინარე წლის 4 ივლისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია „Air Malta" იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული რეისები კუნძულ მალტადან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 14 ივნისს მიენიჭა. „Air Malta" მალტის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც ორმოცამდე მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს და წელს, ოპერირების დაწყებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)