|
2019-06-17 13:23:01, 1736 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი შსს მოუწოდებს, მის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე გამოძიება დაიწყოს
საქართველოს სახალხო დამცველი მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნინო ლომჯარიას ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. აპარატის ცნობით, მუქარა სახალხო დამცველის განცხადებებს მოჰყვა, სადაც ომბუდსმენი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მოწოდებით გამოვიდა. „ქვეყანაში 18-23 ივნისს ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ქვეყანაში არსებული მაღალი ჰომოფობიური განწყობებიდან გამომდინარე მოუწოდა სამართალდამცველებს, აქციის ორგანიზატორთათვის მიეცათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზების საშუალება და დაეცვათ მათი უსაფრთხოება. ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად 14 ივნის მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების - გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის მიმართ სცადეს საქმიანობის ხელშეშლა, რაც გამოიხატა ფიზიკური დაზიანების მუქარაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის კონკრეტული პირი თუ ჯგუფი, ვინც გაავრცელა მუქარის შემცველი შეტყობინებები, გამოკვეთოს მათი საქმიანობის მიზანი და მოტივი და იმსჯელოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე“, - ნათქვამია განცხადებაშიუ. ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე. „სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, - აღნიშნული ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)