20:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 11:36:22, 700 ნახვა

ეკონომიკა
კახა კალაძე: თუ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბოელექტრო სადგურების მიმართვის საფუძველზე „სემეკის“ მიერ ტარიფების დათვლა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ „სემეკის“ მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მთავრობა სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს.

„ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს ძალიან  დიდი დარტყმა მოგვაყენა. დაველოდოთ „სემეკის“ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა. ამას გარკვეული დრო სჭირდება.  იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება მთავრობა შეიკრიბება და სუბსიდირების შესახებ  იმსჯელებს“,-აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics