|
2015-07-01 17:59:12, 658 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ნიგოითის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია. საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილმა ახალგაზრდებმა ნახეს თომა ჩაგელიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი 'მოგზაურობა ევროპაში'. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ. საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები 'მოდი გავიცნოთ ევროპა!' და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭრით. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)