|
2015-07-01 17:25:18, 518 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები თბილისის „დინამოს“ პირველ საკვალიფიკაციო მატჩს დაესწრებიან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარები 2 ივლისს, „დინამო არენაზე“ გასამართ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან. თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის 2015/2016 სეზონის საკვალიფიკაციო პირველ ეტაპზე აზერბაიჯანულ „გაბალას“ უმასპინძლებს. მატჩი 20.00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სპორტის სხვადასხვა ფედერაციებთან და კლუბებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებისთვის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ მატჩზე დასასწრები ბილეთები უფასოდ გამოყო. მატჩს ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრებიან. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას" სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა. პროგრამის ბენეფიციარები მსგავს სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებს ხშირად ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)