|
2019-06-08 10:05:10, 1377 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში 2 პირი დააკავეს: 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. მ. წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, ხოლო 2002 წელს დაბადებული ლ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, 2 პირი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მათი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა "ეკოლ პ 29"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია პირბადეები და პოლიეთილენის ბახილები. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 238 პრიმა 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)