23:49 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 16:56:56, 1660 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი: სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატი ლონდა თოლორაია ადეიშვილის კალთაში აღზრდილი პროკურორია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორ ლონდა თოლორაიას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორობის ერთ-ერთ კანდიდატია, „ადეიშვილის მანიაკალურ სისტემაში აღზრდილ პროკურორს“ უწოდებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თოლორაიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

„როდესაც ქალბატონი ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების სამმართველოს უფროსად დაინიშნა, მაშინ იყო უკვე ეს უბედურება და მაშინ ვუთხარით გახარიას, რომ "რატომ მოგყავს ეს ადეიშვილის კალთაში აღზრდილი ყოფილი პროკურორები, რატომ ნიშნავ ამ თანამდებობაზე?!" იგივე მეზვრიშვილთან დაკავშირებით, საუკეთესო და საყვარელი პროკურორები იყვნენ ისინი ადეიშვილის, შვილებივით ზრდიდა ამ ორ ადამიანს. ვერ გავიგე, რა ვნებაა ადეიშვილის მანიაკალურ სისტემაში აღზრდილი პროკურორების დაწინაურება? ლონდა თოლორაია ისეთივე მანიაკალური თვისებებითაა აღზრდილი,  როგორიც მისი უფროსი, ადეიშვილი იყო. რა თქმა უნდა, მე მას მხარს არ დავუჭერ და ამაზე ღიად ვისაუბრებ. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობასთან ზღვარი წაშალა და არ მიკვირს, თუ ლონდა თოლორაია თუ გახდება ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურის ინსპექტორი“,  - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics