|
2019-06-07 14:56:34, 1720 ნახვა
სამართალი
შსს - პირი, რომელმაც კასპში მამაკაცი მოკლა და მისი მეუღლე დაჭრა, დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - 1952 წელს დაბადებულ შ.ო.-ს და 1969 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, იარაღიდან არაერთხელ ესროლა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა შ.ო.-ს, ხოლო მისი მეუღლე თავის არეში დაჭრა. „მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კასპის საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)