|
2019-06-07 14:55:26, 1644 ნახვა
სამართალი
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით, ახალციხეში ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა
სპეციალურად მოწვეული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან გაიმართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზაფხულო სეზონთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდის პრევენციის საშუალებებს. დაისახა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რითაც შესაძლებელი გახდება, ტყის ხანძრების გაჩენის რისკების თავიდან არიდება. სტრუქტურებს მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ ერთმანეთთან და მონიტორინგს გაუწევენ რეგიონის მასშტაბით არსებულ მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)