03:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 14:42:07, 667 ნახვა

რეგიონი
„რედისონ ბათუმში“ ფოტო-პროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბათუმში“ ფოტო-პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ გაიმართა.

გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა ფოტო-პროექტი, რომელზეც ფოტო ხელოვანმა, გოგა ჩანადირმა იმუშავა და შეეცადა, ფოტოებით პაციენტების შეგრძნებები გადმოეცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ოგანიზატორთა განმარტებით შეხვედრის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა და ადგილობრივი მთავრობის მიმართ მადლიერების გამოხატვა წარმოადგენდა, რომლთა თანადგომით აჭარის რეგიონში, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ადეკვატური მკურნალობა.

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველად საქართველოში დაიწყო გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების კურსის ღირებულების დაფინანსება.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მედიკამენტები დაუფინანსდებათ სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. წლიური ლიმიტი ერთ პაციენტზე 25 000 ლარს შეადგენს. 2019 წელს პროგრამაში ჩაერთო 10 ბენეფიციარი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics