17:24 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 14:15:40, 1352 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხევევები, რაც მისივე განმარტებით, საკვების არასათანადოდ შენახვის და არასათანადოდ შენახული საკვების მიღებითაა გამოწვეული.

"ხშირად დავიბანოთ ხელები გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები. მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში არა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, არასათანადო წყლის პროდუქტების მიღებამ შეიძლება ინფექციური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.

გამყრელიძე ამბობს, რომ ყველაზე მოწყვლადი მომატებული ტემპერატურის მიმართ ბავშვები და ხანდაზმულები არიან, ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, როგორებიცაა - გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებები.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics