00:04 - 23 Jul, 2026
|
2019-06-07 14:02:21, 1539 ნახვა
სამართალი
თავდასხმა სოფელ ხიდისყურში - საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. საკუთარი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საოზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა). დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)