|
2019-06-07 13:53:33, 904 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: ფართოზოლოვანი ინტერნეტით საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება
„იმისთვის, რომ მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხელი შევუწყოთ რეგიონულ მეწარმეობას და ევროპული ტიპის განათლების სისტემა და სკოლები გვქონდეს ყველა მუნიციპალიტეტში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად საჭიროა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტკავშირი და ჩვენ ამას ორი პროგრამის საშუალებით ვახორციელებთ" - განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის თქმით, ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელით საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება, სადაც მოსახლეობა 200 ან მეტია. მისი შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა ერთ-ერთი მსხვილი საჯარო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფას მოსახლეობის 12%-მდე. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა მსოფლიო ბანკის დახმარებით მიმდინარეობს, მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრაა.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)