00:04 - 23 Jul, 2026
|
2019-06-07 00:18:42, 1667 ნახვა
სამართალი
ლილოში ხანძრის გაჩენის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო
ლილოში მდებარე ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს 22:35 საათზე შევიდა. როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო პროდუქციას გაუჩნდა, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)