|
2019-06-06 15:55:27, 1878 ნახვა
სამართალი
პროკურორი: მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენება მტკიცებულელებით დასტურდება
მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენება, მტკიცებულელებით დასტურდება, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის პროკურორმა, ირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეში არსებობს შესაბამისი მტკიცებულები, რითაც კალანდიას ბრალეულობა დასტურდება. „საქმეში არსებობს მტკიცებულებები. ასევე სასამართლომ გაიზიარა რომ ნამდვილად არსებობდა ვარაუდი ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენისას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას აღკვეთის ღონისძიება უბრალოდ არ შეეფარდებოდა. გახლავთ საქმეში მოწმეთა ჩვენებები. მათშორის შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც ბრალდებული მ.კ. შეხვდა შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს იმისა ამ ეტაპზე რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული. ეს მტკიცებულებები მოპოვებულია ძირითადად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგად. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ მ.კ-ს მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას“, - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)