|
2019-06-06 13:55:57, 6932 ნახვა
სამართალი
მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე კალანდიას გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი აცხადებდა, რომ საქმეში კალანდიას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება ბრალდებულის მიერ შესაძლო მიმალვის საფრთხის გამო მიიღო. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს. "მ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით", - აცხადებენ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)