|
2019-06-06 12:18:30, 850 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა
რუსთაველის გამზირზე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა. ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და შერეული ნარჩენის შეგროვების მიზნით, „თბილსერვის ჯგუფმა“ აღნიშნულ ტერიტორიაზე 80 კონტეინერი განათავსა. ახალი ურნები თბილისის საკრებულოდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა. პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა და მთაწმინდის გამგებელი ესწრებოდნენ. ნარჩენების სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასულ წელს თბილისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და საპილოტე პროექტიც განხორციელდა.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)