00:04 - 23 Jul, 2026
|
2019-06-06 11:31:53, 1616 ნახვა
სამართალი
ლაგოდეხში 16 წლის გოგო, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ლაგოდეხში 16 წლის გოგო, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა სკოლაში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ მოზარდი ორსულად იყო. მან იმავე დღეს იმშობიარა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან. უწყებაში აცხადებენ, რომ ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)