|
2019-06-06 11:28:12, 1269 ნახვა
სამართალი
აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკების დიდი ოდენობით დამზადება-გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა სიგარეტის ნაწარმის მარკირებისათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 545 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აქციზური მარკების საბეჭდი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური დანადგარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2001 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)