|
2019-06-04 12:56:55, 843 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა - საბუთების მიღება დაიწყო
იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას. მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge განაცხადების მიიღება მოხდება 2019 წლის 04 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით. საკვალიფიკაციო გამოცდა კი 2019 წლის 18 ივნისს ჩატარდება. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში: · საკონსტიტუციო სამართალი; · ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; · სისხლის სამართალი; · სისხლის სამართლის პროცესი; · სასჯელაღსრულებითი სამართალი; · ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, იგი უფლებამოსილია გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე. გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად წარმოსადგენი საბუთები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://tcj.gov.ge/ka/news/482/
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)