|
2019-06-04 11:36:51, 2025 ნახვა
სამართალი
ავტოავარიაში, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული თ.მ. დამნაშავედ ცნო. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 მაისს, ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე, თ.მ.-მ, ავტომობილის მართვისას, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე, გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილს, რომელსაც გ.ჩ. მართავდა. „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გ.ჩ. ადგილზე, მისი მგზავრი თ.კ. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო თ.მ.-ს მგზავრმა ზ.მ.-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა თ.მ 2018 წლის 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)