|
2015-06-30 19:10:08, 591 ნახვა
საზოგადოება
საუნივერსიტეტო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სრულფასოვნად მონაწილეობის მიზნით, ცვლილებები იგეგმება
საუნივერსიტეტო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სრულფასოვნად მონაწილეობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება და დაზუსტდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამართლებრივი სტატუსი და მათი როლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოებში; უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ჩართულობა; განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში სამეცნიერო პერსონალის სტატუსი, ასევე, უნივერსიტეტის მმართველობაში მეცნიერების მონაწილეობა; განხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის საქმიანობის შიდა შეფასების სისტემის სრულყოფა; დამკვიდრდება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სტატუსები და ცნებები; განხორციელდება მასწავლებლის მომზადების სისტემის სრულყოფა და უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ცვლილებები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მომზადება-განხორციელებაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სრულფასოვან მონაწილეობას, სტრუქტურულ ერთეულში მეცნიერის სტატუსის, მეცნიერთა ატესტაციის, მმართველი ორგანოს განსაზღვრისა და შეფასების სისტემის ფორმირების მიმართულებით სისტემის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის სხლოდომაზე მუხლობრივი განხილვის შემდეგ გადაეგზავნება.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)